19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ივანიშვილი რუსთავი2-ის საქმის დეტალებს აქტიურად განიხილავს

ჟურნალისტებთან შეხვედრის დიდი ნაწილი ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რუსთავი2-ის კრიტიკას დაუთმო. განსაკუთრებულ გაღიზიანებას რუსთავი2-თან დაკავშირებული ან რუსთავი2-ის წარმომადგენლის მიერ დასმული შეკითხვები იწვევდა.

ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ სამაუწყებლო კომპანიის მუშაობის სტილი და კრიტიკული დამოკიდებულება მისთვის მიუღებელია. ამასთან, ისიც გამოჩნდა, რომ რუსთავი2-ის საქმის დეტალებს აქტიურად განიხილავს, მათ შორის დიპლომატებთანაც.

ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ყოფილ პრემიერს დღეს ერთი განსხვავებული გზავნილიც ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არ სურს, სამაუწყებლო კომპანიის მენეჯმენტის ცვლილება არჩევნებამდე მოხდეს. ამ თემაზე ის მოდავე მხარესთან საუბარსაც არ გამორიცხავს. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ქიბარ ხალვაშს და დავით დვალს თანხასაც სთავაზობს.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები