19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პრესის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია - დევიდ კრამერი რუსთავი2-ის საქმეზე

„პრესის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის, ასევე საქართველოსთვის,“ - ასეთ შეფასებას აკეთებს რუსთავი2-ის საქმეზე ფრიდომ ჰაუზის ყოფილი პრეზიდენტი და მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დეივიდ კრამერი.

კრამერი იმედოვნებს, რომ დასავლეთი ამ საკითხზე ზეწოლას გააძლიერებს.

„პრესის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის, ასევე საქართველოსთვის. ქართველების უმრავლესობას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებული შეხედულებისა და მოსაზრებების მოსმენა, რომელსაც სხვადასხვა მედიამაუწყებელი სთავაზობს. ხაზი უნდა გაესვას რუსთავი2-ის მნიშვნელობას. საჭიროა, გავუმეოროთ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომ სასამართლო პროცესის სამართლიანობა და ტელეარხის ერთიანობის დაცვა უზრუნველყოფილი იყოს. პრესის თავისუფლება ფუნდამენტური თავისუფლებაა და იმედი მაქვს, დასავლეთი ამ საკითხზე ზეწოლას გააგრძელებს,“ - განაცხადა დევიდ კრამერმა.

დღის ამბები