19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ივანიშვილი დილემის წინაშეა - ეკა კვესიტაძე

ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსთავი2-ის საქმით ის პირადად არის დაინტერესებული.

ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილი ბოლომდეა ჩართული რუსთავი2-ის საქმეზე. სწორედ მას ეკონტაქტებიან ამ საქმეზე, როგორც ამერიკის ელჩი, ასევე სხვა დიპლომატები, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ დღეს ეს საქმე არის პოლიტიკური და ამის სათავეშია არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

ეკა კვესიტაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დილემის წინაშე დგას და ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ახალ სქემაზეა საუბარი.

„მან დღეს თქვა, რომ თქვენ არ იდარდოთ, მე ქიბარ ხალვაშს ვეტყვი, რომ არ შეიცვლება არჩევნებამდე მენეჯმენტი. ეს არის სახის შენარჩუნების მცდელობა, რადგან ცხადია, რუსთავი2-ის გარეშე ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც არ აღიარებს არჩევნებს ლეგიტიმურად,“ - განაცხადა ეკა კვესიტაძემ. 

დღის ამბები