რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს „ცენზორებსა“ და „დემოკრატიის მტრებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის ამ პირებთან არ იმუშავებს.
ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა, სადაც ის ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ სასამართლოს დასრულების შემდეგ არჩევნებამდე ტელეკომპანიის მენეჯმენტი არ შეიცვლება.
„ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია პუტინის შემდეგ ყველაზე უფრო მასშტაბურ მტრად ამ ქვეყნისა. მე ამ ადამიანებთან არ ვიმუშავებ,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.