19 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
ძალიან კარგად ესმით, რომ რუსთავი2 არის გადამწყვეტი - ვანო მაჭავარიანი

“ძალიან კარგად ესმით, რომ რუსთავი2 არის გადამწყვეტი,“ - საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა  ივანიშვილის და ამერიკის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრობს.

ამის შესახებ განცხადება ვანო მაჭავარიანმა გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.  

“ოპოზიციური სატელევიზიო არხი, ოპოზიციური პარტიები არ უნდა იყვნენ იმ წნეხის ქვეშ, რომელშიც არიან და ეს არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვის და ნებისმიერი დასავლური ქვეყნისთვის, რომელსაც უნდა, რომ დაინახოს საქართველო, რომ არ გაყვება იგივე გზას, როგორსაც გაჰყვა რუსეთი, ანუ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული სისტემას. ეს ძალიან კარგად ესმით, რომ რუსთავი2 არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპოზიცური პარტიების მიმართ ეს ძალადობა, ოპოზიციური არხის წინააღმდეგ ეს ზეწოლა, სამართლის უზენაესობა. ეს არის ის პრინციპები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ელაპარაკება თავის პარტნიორ მეგობარ ქვეყნებს. დარწმუნებული ვარ, ამერიკის ელჩის ტონალობა იყო ძალიან კატეგორიული,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.      

დღის ამბები