მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ნოდია, რუსთავი2-ზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ივანიშვილს რუსთავი2 არჩევნებში სასურველი შედეგის მიღებაში ხელს უშლის.
„ივანიშვილს ლოგიკურად თავსებადი განცხადებები არა აქვს,“ - ამის შესახებ გია ნოდიამ გადაცემა არჩევანში განაცხადა.
„ივანიშვილს აქვს ოცნებები, მაგრამ აქვს საოცნებო რეალობა, რომელიც აქვს მხოლოდ მის თავში. მაგალითად, წარმოდგენა, როგორ უნდა უყვარდეს ის ხალხს და როგორ უნდა ხედავდეს ხალხი საქართველოში, რაც ხდება. მთავარი პრობლემა ამ ოცნების ბოლომდე განხორციელებაში არის რუსთავი2. ასევე, რუსთავი2 არჩევნების მოგებაში უშლის ხელს,“ - განაცხადა გია ნოდიამ.