“რუსთავი2-ის საქმე განხილული უნდა იქნას საერთო კონტექსტში,“ - არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური, ტელეკომპანიის სასმართლო პროცესებზე გადაცემა არჩევანში საუბრობს.
მისივე თქმით, ეს პროცესები დაიწყო მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.
“მთლიანად ამ პროცესს განვიხილავთ საერთო კონტექსტში იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ან გუშინდელი სასამართლოს სხდომა. ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმ პროცესებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ყველა საკითხი და მოცემულობა განხილული იქნება, როდესაც ჩვენ შევაფასებთ იმ სასამართლო პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. რუსთავი2-ის საქმე განხილული უნდა იქნას საერთო კონტექსტში,“ - განაცხადა გიგაურმა.