“საბჭოთა კავშირის დროსაც ესწრებოდნენ ადვოკატები სასამართლო პროცესს,“- ამ შეფასებას სამართლებრივი საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველი, დავით ჯანდიერი, რუსთავი2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში აკეთებს.
მისი თქმით, საქმე გვაქვს სასამართლო სისტემის დასამარებასთან.
“ჩვენ ვაკვირდებოდით მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დადგმულ უნიჭო სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი იყო სამი მოსამართლე. არა მგონია, საზოგადოება შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ადვოკატები არ ესწრებოდნენ სასმართლოს ოცდამეერთე საუკუნეში. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ესწრებოდნენ ადვოკატები სასამართლო პროცესს. რეალურად საქმე გვაქვს სასამართლო სისტემის დასამარებასთან. მესაფლავე არის მურუსიძე და ხელისუფლება,“ - განაცხადა ჯანდიერმა.