ახალი მემარჯვენეების ლიდერი, მანანა ნაჭყებია, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დამკვიდრებულ კომპლექსზე საუბრობს და ამბობს, რომ "ყოფილი პრემიერი საზოგადოებას და პოლიტიკოსებს აკომპლექსებს".
ამის შესახებ მანანა ნაჭყებიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დააკომპლექსოს ყველა მთელი საზოგადოება, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და მე დავარქვი ამ კომპლექსს "ნაციონალური მოძრაობის კომპლექსი". ანუ, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც არ დაეთანხმება ქართული ოცნების მოსაზრებას, არის ნაციონალი. ჟურნალისტი, რომელიც არ დაეთანხმება მათ ზოგად სტრატეგიას, ის დაემსგავსა რუსთავი2-ს და ა.შ,“ - აცხადებს მანანა ნაჭყებია.