რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ქართული ოცნების წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის, მიერ გადაცემა არჩევანში ტელეკომპანიის მიკერძოებულობაზე გაკეთებულ განცხადებებს გადაცემის მსვლელობისას უპასუხა.
დეპუტატსა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს შორის ურთიერთშელაპარაკება მწვავე კამათში გადაიზარდა.
„დიახ, ჩვენ ვართ მიკერძოებული ტელევიზია და ჩვენ გაქვს ჩვენი სარედაქციო ხაზი, რომელიც პროდასავლურობასა და ევროინტეგრაციაზე გადის,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ზაქარია ქუცნაშვილმა საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მიკერძოებულ ტელევიზიას.
ამ შელაპარაკებას გადაცემაში ნიკა გვარამიასა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის მწვავე კამათი მოჰყვა.
"მეორე ტურში ვერ გადახვედი, ზაქრო," - ასეთი რეპლიკით დაასრულა კამათი გადაცემაში ნიკა გვარამიამ.