“თქვენ, სავარაუდოდ, აღარ იქნებით ოცნების სიაში,“ - მედიაექსპერტი, ნინო დანელია, ქართული ოცნების წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს, მიმართავს.
ქართული ოცნების წევრმა გადაცემა არჩევანში განაცხადა რომ ის რუსთავი2-ს დაამარცხებს.
“ბატონო ზაქრო, ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ თქვენ, სავარაუდოდ, აღარ იქნებით ოცნების სიაში იმიტომ, რომ თქვენ თქვით წარმოუდგენელი სიბრიყვე. თქვენ თქვით, რომ დაამარცხებთ რუსთავი2-ს. თქვენ ახლა რუსთავი2-ს საჯაროდ დაემუქრეთ,“ - განაცხადა დანელიამ.