ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ყოფილ პრემიერს მოსალოდნელი რევოლუციით აფრთხილებს.
მისი განცხადებით, ივანიშვილს და მის გუნდს ხელისუფლებაში მოსვლის შანსები არა აქვს.
ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„მინდა, დავარწმუნო ბატონი ივანიშვილი - საქართველოს დირექტორი, რომ, თუ ეცდები არჩევნების გაყალბების გზით დარჩე ხელისუფლებაში, მაშინ შენი სასახლიდან არ დარჩება ერთი შუშაც მთელი. ისე ამოუხვედი ხალხს ყელში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.