19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ახალციხეში აქცია-კონცერტი სავარაუდოდ გაიმართება - მერია შექმნილი წინააღმდეგობების მიზეზებს განმარტავს

ორგანიზაცია დაიცავი პლატფორმასთვის ახალციხეში შექმნილ წინააღმდეგობებს გაუგებრობად მიიჩნევს ქალაქის მერის მოადგილე. მისი განმარტებით, გზის გადაკეტვის გარეშე აქცია-კონცერტის გამართვაზე ადგილობრივ ხელისუფლებას უარი არ უთქვამს.

ახალციხის ცენტრალურ პარკში ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობის კონცერტისთვის სამზადისი მიმდინარეობს.

„თუ ამგვარი ხელისშეშლა არ იქნება და ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაჯდება, რა თქმა უნდა ახალციხის მერია წინააღმდეგი არ არის ჩატარდეს ამგვარი ღონისძიება. ალბათ სასურველი იყო, მეტი განმარტება ყოფილიყო ამ წერილში, ჩვენი მხრიდან,“ - აცხადებს ახალციხის მერის მოადგილე, ზაზა თამარაშვილი. 

ორგანიზაცია დაიცავი პლატფორმის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი ახალციხეში დღეს 6 საათზე უნდა გაიმართოს

როგორც ცნობილია, ორგანიზატიორებს ახალციხის მერიამ ჯგუფ გამოუვალ მდგომარეობის კონცერტის ჩატარებაზე ადგილის თაობაზე უარი უთხრა. თუმცა, როგორც დღეს განმარტეს, ისინი მხოლოდ ეწინააღმდეგებიან კონცერტის მიმდინარეობისას საავტომობილო გზის გადაკეტვას.  

დღის ამბები