19 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"მოსამართლე მერაბ ტურავა "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება"-დიმიტრი საძაგლიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა. სააპელაციოში საქმის განხილვის დასრულებიდან მეორე დღეს, მოსამართლე მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის  კონსტიტუციური სარჩელების განხილვის თხოვნით პლენუმს მიმართა.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით, მერაბ ტურავას შუამდგომლობამ შესაძლოა გააჭიანუროს რუსთავი 2-ის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაიწელოს. 

„რუსთავი 2-ის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში დღეს უკვე აშკარად ჩაება უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს და მოითხოვა ჩვენი სარჩელების პლენუმზე განხილვა. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ამ შუამდგომლობას ჰქონდეს არის ჩვენი სარჩელების განხილვის და გადაწყვეტის დროში გაწელვა და გაჭიანურება. ანუ იკვეთება პირდაპირი ინტერესი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომ საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რომ არავითარ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს განხორციელდა და აღსრულდა უკვე მერაბ ტურავას ხელით დღეს და ახლა უკვე საკონსტიტუციო სასმართლოს პლენუმზეა დამოკიდებული, მას აქვს შვიდი დღის ვადა იმისთვის გადაწყვიტოს თავად განიხილავს თუ დაუბრუნებს ამ კოლეგიას საქმეს,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები