"იქნებ გამოხვიდეთ ამ ერთი კონკრეტული სივრციდან და შეხედოთ პრობლემას უფრო ფართო ჭრილში,"-ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ეკა ბესელია სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვასა და და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას მოთხოვნას შორის კავშირს ვერ ხედავს. ბესელია ამბობს, რომ კანონები არა მხოლოდ ერთი საქმისთვის იქმნება, არამედ იმისთვის, რომ ამით მოქალაქეებმა ისარგებლონ.
„ეს არ არის კანონი მხოლოდ ერთი საქმისთვის. ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ სასარჩელო დავების განხილვის დროს არსებობდეს უფრო უკეთესი სტანდარტები და რეგულაციები დაცვის თვალსაზრისით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა. სააპელაციოში საქმის განხილვის დასრულებიდან მეორე დღეს, მოსამართლე მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განხილვის თხოვნით პლენუმს მიმართა.