19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"მოამბის" თანამშრომლებმა მოთხოვნების შეუსრულებლების შემთხვევაში შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ

მოამბის თანამშრომლების ნაწილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოთხოვნების დაყენებიდან 21-ე დღე გავიდა, რის შემდეგაც მათ გაფიცვა კანონიერად შეუძლიათ, თუმცა მოლაპარაკებების დასრულებამდე თავს შეიკავებენ.

მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების მომატება, მოამბის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება და პირობების გაუმჯობესებაა.

მხარეებს შორის მთავარი შეხვედრა 10 ივნისს გაიმართება, ხოლო მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოამბის თანამშრომელთა ნაწილი ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადაყენების მოთხოვნის დაყენებასა და შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.

დღის ამბები