19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან-სპეციალისტები ვერეს ადიდების საფრთხეს კვლავ არ გამორიცხავენ

ზოოპარკის ტერიტორია, რომელიც 13 ივნისის სტიქიის ღამეს დაზიანდა, ერთი წლის შემდეგ მიწით არის დაფარული და მწვანე ნარგავებია განთავსებული. ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შემდეგ, მთელ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომელიც სტიქიით დაზარალებულ ვერეს ხეობაში იმყოფებოდა. 

სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება მზიურის ტერიტორიაზეც, რომელიც ერთი წლის წინ სტიქიის ზონა იყო.

სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ სრულად აღდგენილია ვაკე -საბურთალოს დამაკავშირებელი ავტომაგსიტრალი.

გეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მდინარე ვერეს ადიდების საფრთხე კვლავ არსებობს, ამიტომ მდინარეზე დამცავი ჯებირების მშენებლობა დროულად უნდა დაიწყოს. სპეციალისტების ნაწილი კი ხეობაში ავტომაგისტრალის არსებობას ეწინააღმდეგება.

ვერეს ხეობაში სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნება. 

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი

დღის ამბები