19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
მემორანდუმი "წავკისი ველთან"-ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტრო სადგურის მშნებლობა იგეგმება

ბოტანიკური ბაღი კვლავ სკანდალის მიზეზი ხდება. ოპოზიცია ამჯერად იმ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომლიდანაც მათი განმარტებით, ირკვევა რომ პარკის ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.  ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ ეს პროექტიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება.

ნაციონალური მოძრაობის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით,  2015 წლის ოქტომბერში, ირაკლი ღარიბაშვილი ხელს აწერს დადგენილებას მთავრობასა და შპს წავკისი ჰესს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ. ამავე წლის ნოემბერში კი ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს წავკისი ჰესს შორის მემორანდუმი ფორმდება, რომლის მთავარი პირობა კომპანიის მიერ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა.

თბილისის  ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას უარყოფს და ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს თბილისის მერი. 

კომპანიის ხელმძღვანელი კი ადასტურებს, რომ ჰესის მშენებლობაზე თანხმობა როგორც ენერგეტიკის სამინისტროდან, ასევე თბილისი მერიიდან უკვე არსებობს.

ავტორები: ეკო მაღრაძე, ირაკლი შეწირული, თამარ შალოშვილი.

დღის ამბები