19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საკითხზე იუსტიციის საბჭომ იმსჯელა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ბინას საკუთარი დედისგან ქირაობდა. ინტერნეტგამოცემა აიპრესთან ლევან მურუსიძე იმასაც ადასტურებს, რომ ამ საკითხზე ორი წლის წინ საბჭომაც იმსჯელა.

იმის მიუხედავად, რომ ნათია გუჯაბიძის მიერ დედის ბინის ქირაობის ფაქტს ადასტურებს, მურუსიძე რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეს არ აკრიტიკებს, საბჭოს მდივანი გუჯაბიძის მორალზე საუბრობს, თუმცა დასკვნებს არ აკეთებს.

იუსტიციის საბჭოს მდივნის განმარტებით, საბჭომ გუჯაბიძის საქმეში დარღვევა ვერ აღმოაჩინა, მაშინ როდესაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში მკაფიოდაა მითითებული, რომ თანამდებობის პირს ქონებრივი გარიგების დადების უფლება ახლო ნათესავთან არ აქვს.

იურისტების შეფასებით, თუ ნათია გუჯაბიძე სადაო გარიგებას ხელს თავად აწერს, გუჯაბიძის მიმართ, მინიმუმ, დისციპლინური დევნა უნდა დაწყებულიყო.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

 

 

დღის ამბები