19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილი მონადირის ცხედარს მიაკვლიეს

სოფელ მსხალგორის ტყეში ადგილობრივებისგან შემდგარმა ჯგუფმა კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლია. გარდაცვლილი თანასოფლელებმა ტანსაცმლით ამოიცნეს და ის დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.

მონადირეების ოჯახების წევრები დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება. ისინი პროცესში დამატებითი ძალის სახით ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. უწყების ინფორმაციით, მაშველების ჯგუფი ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე იმყოფება და ცხედრის გადმოსვენება უახლოეს საათებში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მთაში ხუთი თვის წინ გაუჩინარებული მონადირის ცხედარი გასულ კვირასაც იპოვეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

დღის ამბები