განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დრეს თსუ-ის სტუდენტებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა, როგორც უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებთან, ასევე აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებთან.
სტუდენტები მინისტრისგან პირველ რიგში პასუხს ელოდებიან, თუ რას ფიქრობს უწყების პირველი პირი უნივერსიტეტის რეფორმასთან დაკავშირებით, მათ მიერ მომზადებულ პროექტზე.
პირველი შეხვედრა აუდიტორია 115-ის წევრებთან ჯეჯელავამ ორი დღის წინ გამართა.