საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის თანახმად, მოსამართლე მერაბ ტურავას რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართვასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
მმართველ გუნდში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონთან დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების არ ესმით.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი იმიტომ მიიღეს, რომ მოსამართლეებმა ამით იხელმძღვანელონ.
„საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქმნის ახალ მექანიზმებს, წესებს და ეს წესები იმისთვის მივიღეთ, რომ ამ წესებით იმოქმედოს სასამართლომ. ცხადია, ეს მოსამართლის კომპეტენციაა, მე ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს სასამართლო, ტურავაც ისეთივე მოსამართლეა, როგორც ყველა,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განხილვის თხოვნით პლენუმს, სააპელაციოში საქმის განხილვის დასრულებიდან მეორე დღესვე მიმართა და საკუთარი შუამდგომლობა საქმის მნიშვნელობით ახსნა.