19 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"პლენუმი რას იტყვის, უკვე გამოჩნდება არსებობს თუ არა პოლიტიკური მოტივაცია" -კორძაია "რუსთავი 2"-ის საქმეზე

პლენუმი რას იტყვის, იქ უკვე აშკარად გამოჩნდება არსებობს თუ არა პოლიტიკური მოტივაცია -ეს განცხადება, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ, რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმის მიმართვასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ რესპუბლიკურ პარტიაშიც.

 „საინტერესოა რატომ აფასებს ასე ბატონი ტურავა, რომ პლენუმმა უნდა განიხილოს ეს საკითხი. გარედან თუ შევხედავთ, რომ წარმოვიდგინოთ სრულიად ნორმალურ ვითარებაში, როდესაც ასეთი ეჭვები არ არსებობს ქვეყანაში, მედიის საკითხის განხილვა დიახ, მაღალი ინტერესისაა და შეიძლება იყოს პლენუმის განხილვის ღირსი. ამიტომ, მოდით მოტივაციაც საინტერესო იქნებოდა და დიახ პლენუმი რას იტყვის, იქ უკვე აშკარად გამოჩნდება არსებობს თუ არა პოლიტიკური მოტივაცია,“-განაცხადა თამარ კორძაიამ. 

დღის ამბები