მერაბ ტურავას ქმედებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ტურავა პოლიტიკური მითითებებით მოქმედებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონს კი ანტი კონსტიტუციურს უწოდებენ.
„იმ კანონს დაერქვა ტურავას კანონი, ეს არის ფაქტობრივად ქმედება, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა გამოიწვიოს მთლიანად პარალიზება საკონსტიტუციო სასამართლოსი. ტურავა არის ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე გამოიჩინა ამ მიმართულებით თავი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.