19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
კონცერტი ახალციხეში - წინააღმდეგობების მიუხედავად, ღონისძიება მაინც გაიმართა

წინააღმდეგობების მიუხედავად, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიება ახალციხეში მაინც გაიმართა. ღონისძიებას ასობით ადამიანი დაესწრო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ მომავალზე. განცხადებების შემდეგ კი სცენა ჯგუფმა გამოუვალმა მდგომარეობამ დაიკავა.

ღონისძიება ახალციხეში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან საღამოს დასრულდა.

ქალაქის მერიამ დაგეგმილი კონცერტი თავდაპირველად უკანონოდ ცნო და ამის შესახებ წერილობითი უარი გადაუგზავნა ორგანიზატორებს, დღის მეორე ნახევარში კი მერიაში განმარტეს, რომ განცხადებას კონკრეტიკა აკლდა და მათ კონცერტის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ.

დღის ამბები