საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას პლენუმისთვის მიმართვას, რუსთავი2 სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ეხმაურება.
დეპუტატი აქცენტს, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებულ იმ ცვლილებებზე აკეთებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შევიდა.
ტყემალაძე ამბობს, რომ რუსთავი 2 მაღალი მნიშვნელობის საკითხია და ტურავას მოთხოვნაში პოლიტიკური მიზნები არ არსებობს.
“არავითარი პოლიტიკური მიზნებით არ არის გამოყენება. პირიქით, ძალიან საზოგადოებრივი მაღალი მნიშვნელობის საკითხია რუსთავი2. კანონმდებლობის მიხედვით, პლენუმმა უნდა განიხილოს, ეს გაიზიარა ვენეციის კომისიამაც, პრეზიდენტმაც, გავიზიარეთ ჩვენც, პრეზიდენტის შენიშვნები, ბუნებრივია,“- აღნიშნავს ზურაბ ტყემალაძე.