19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"საიდან და როგორ არის მერაბ ტურავა, ჩემთვის ეს არ არის არანაირი საიდუმლო " - ლევან ბერძენიშვილი

"ის კანონი იმიტომ იწერებოდა და ერთ კაცს იმიტომ ეძლეოდა ასეთი უფლებები, რადგან ვიღაცამ იცოდა, რომ ის ერთი კაცი არსებობს" - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.

ბერძენიშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და მოსამართლე მერაბ ტურავას მოთხოვნაზე, რომლითაც ის რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისთვის პლენუმს მიმართავს.

დეპუტატი კანონში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას.

“რაც შეეხება იმას საიდან და როგორ არის მერაბ ტურავა, ჩემთვის ეს არ არის არანაირი საიდუმლო, ისევე როგორც თქვენთვის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე გამიჭირდება რაიმეს თქმა, ვინაიდან სამწუხაროდ, მიუხედავად ვეტოსი, მიუხედავად მისი არ დაძლევისა და სხვა, ბევრი რამ გამოსწორდა ამ კანონში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მომენტი, რომელიც იმ წუთას იქნებოდა გამოყენებული არ გამოსწორდა და ტურავა მოქმედებს კანონის შესაბამისად. ის კანონი იმიტომ იწერებოდა და ერთ კაცს იმიტომ ეძლეოდა ასეთი უფლებები, რადგან ვიღაცამ იცოდა, რომ ის ერთი კაცი არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ის კანონის მიხედვით მოქმედებს, მე რა უნდა ვთქვა უკვე აღარ ვიცი,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

დღის ამბები