ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმცირესობის წევრები აკეთებენ.
მათი თქმით, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, რუსთავი 2-ის საქმის გამო მიიღო.
„ბატონი ტურავა რისთვის იყო მივლინებული პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში თავიდანვე ცხადი იყო. გიგი უგულავას და დღევანდელ საქმეზე მისი აქტივობით ნათლად ჩანს, რომ ის ასრულებს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის დავალებას,“-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განხილვის თხოვნით პლენუმს, სააპელაციოში საქმის განხილვის დასრულებიდან მეორე დღესვე მიმართა და საკუთარი შუამდგომლობა საქმის მნიშვნელობით ახსნა.