19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"იმედი მაქვს "რუსთავი 2"-ის საქმე ზეწოლის გარეშე წარიმართება" - დეივიდ კრამერი

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი იმედოვნებს, რომ რუსთავი 2-ის საქმეს ზეწოლის გარეშე წარიმართება. დეივიდ კრამერის თქმით, ის ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ესაუბრა. მისი თქმით,  მედიის თავისუფლება საქართველოს ევროატლანტიკურ გაერთიანებებში მოსახვედრად მნიშვნელოვანია.

„დეტალები ამ საქმესთან დაკავშირებით ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ვესაუბრე ხელისუფლების წარმომადგნელებს და ვიცი, რომ მათ ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. სწორედ მედიის თავისუფლებაა მთავარი ნაწილი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ქვეყნის ევროატლანტიკურ გაერთიანებაში მოსახვედრად. მე იმედი მაქვს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ზეწოლის გარეშე წარიმართება. ვიცი, რომ ხელისუფლება ამას ხვდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს სხვებმაც გაითავისონ,“-განაცხადა დეივიდ კრამერმა. 

დღის ამბები