19 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
"დღეს გახდა გვარამია ჭეშმარიტების სიმბოლო და "რუსთავი 2" თავისუფალი მედიის სიმბოლოდ გადააქცია" - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ როგორც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ, ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ, უნდა ისწავლოს პატივისცემა მართლმსაჯულების.

ივანიშვილს მიაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს წამოწყებული ახალი კამპანია, მართლმსაჯულების წინააღმდეგ.

ექსპრემიერის თქმით, მას ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც პარტიამ და მისმა წევრებმა, ძველებმაც და ახლებმაც, კეთილი ინებონ და მიეჩვიონ პატივი სცენ კანონმდებლობას ქვეყანაში. ახლა ახალი აქცია აირჩიეს, რამე თუ მათ კანონით რაღაც არ მოსწონთ და სასამართლოს ტელევიზიით არჩევენ და მის განადგურებას ცდილობენ. ამასაც ვერ მოახერხებენ. ნიკა გვარამია ხომ არის ეტალონი სიმართლის და ჭეშმარიტების. სწორედ გვარამია გახლავთ და გაიხსენეთ, როდესაც იმედის ჟურნალისტები მიწაზე გართხმულნი იყვნენ, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ ეს გვარამია. დღეს გახდა გვარამია ჭეშმარიტების სიმბოლო და რუსთავი 2 თავისუფალი მედიის სიმბოლოდ გადააქცია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები