სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დღეს ბრიფინგს გამართავს. განცხადებას გვარამია 18:00 საათზე გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. პროცესი 10 ივნისს, დილის 10:00 საათზეა ჩანიშნული.
გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და დრო იურისტებს სააპელაციო სასამართლოდან დაახლოებით ერთი საათის წინ აცნობეს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მხოლოდ TV საქართველოს იურისტებს შეატყობინეს, იგივე შინაარსის სატელეფონო ზარი არ განხორციელებულა რუსთავი 2-ის ადვოკატებთან, შესაბამისად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ ისინი ხვალაც არ დაუშვას დარბაზში და არ დაასწროს გადაწყვეტილების გამოცხადებას.