19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ეკა ბესელიას ბრალდებები "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისადმი და ნიკა გვარამიას პასუხი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლო ნაციონალური მოძრაობისა და რუსთავის 2-ის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ეკა ბესელიას პრესკონფერენციიდან ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მის მიერ ინიცირებული კანონი დაჩქარებული წესით პარლამენტმა სწორედ რუსთავი 2-ის საქმის გამო მიიღო. 

საგანგებო ბრიფინგზე მმართველი გუნდის წევრებმა რუსთავი 2 და არხის გენერალური დირექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში მიზანმიმართულად ჩართვაშიც დაადანაშაულა.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეკა ბესელიასაც უპასუხა. ნიკა გვარამიამ უმრავლესობის წევრს მერაბ ტურავასთან კომუნიკაციაც შეახსენა, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატმა მერაბ ტურავას მითითებები სწორედ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მისცა.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ნოდარ ჭადაშვილი.

დღის ამბები