"რუსთავი 2 არის მიკერძოებული ტელევიზია, ნაციონალური მოძრაობის ფილიალი,"- ამის შესახებ უმრავლეოსობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. ქართული ოცნების წევრს მიაჩნია, რომ რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის აზრის გამტარებელია.
„თქვენ მთელი პროპაგანდა აგებული გაქვთ, რომ რუსთავი 2 არის ობიექტური ტელევიზია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2 არის მიკერძოებული ტელევიზია, ნაციონალური მოძრაობის ფილიალი, ამიტომაც დაგამარცხებთ, როგორც ადრე ამბობდნენ ვგულისხმობთ ნაციონალურ მოძრაობას, ვგულისხმობთ რუსთავი 2-ს, ვლაპარაკობთ რუსთავი 2-ზე, იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ეროვნული ფორუმის წევრი, ანი მიროტაძე კი განმარტავს, რომ მისი სურვლია რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური და სამართლიანი იყოს.
რესპუბლიკელების წევრი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი არის ის, რომ მართლმსაჯულებისადმი ნდობა იკლებს და ასევე ის, რომ შესაძლოა მედიათავისუფლება რისკის ქვეშ დადგეს.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.