"არ აქვს მნიშვნელობა, რას გამოაცხადებს ხვალ ნაზღაიძის სახელგატეხილი კოლეგია, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი მოსამართლეები, არაფერი აქვთ საერთო სამართალთან,“- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე სასამართლო პროცესი ისე წარიმართა, რომ ყველას უსამართლობის განცდა დაუტოვა.
თავისუფალ დემოკრატებში მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია.
„პიესა დაწერილია, ფინალიც დაწერილია. მურუსიძის უსამართლო სასამართლო კეთილსინდისერ მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშს გამოაცხადებს. ვნახეთ გუშინ როგორ აამოქმედეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რუსთავი 2-სთვის დაწერილი კანონი, ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,"- აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მათი თქმით, დღეს თავისუფალი მედია იდევნება.
„დვალივით ფულიანი შნირები ძალიან კარგ ჩვენებებს იძლევიან, საწერ კალამსაც ვერ ართმევს ხალხი, მოუწევს ჩვენებების მიცემა, თუ როგორ აპირებდა არასამართლიანი გზით რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიტყვის თავისუფლება დავიცვათ,"- განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.
ახალ მემარჯვენეებში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს მედიასაშუალებებს.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.