19 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" პროცესი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მართულ პროცესად გადაიქცა"- ბათუ ქუთელია

ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია. 

"რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პროცესი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მართულ პროცესად გადაიქცა. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელ პროცესზე ქართულმა საზოგადოებამ ერთიანობა დაამტკიცოს და თავისუფალი სიტყვის დასაცავად დადგეს,"- განაცხადა ქუთელიამ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დირექტორის, ეკა გიგაურის აზრით, რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი დაჩქარებული იყო. გიგაური ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, სადაც რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, დასწრებას გეგმავს.

რუსთავი 2-ის საქმის ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე ნეგატიური პროგნოზი აქვს მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს, თამარ კინწურაშვილს.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები