19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ნუცუბიძის ქუჩაზე წვიმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის კედლის ნაწილი ჩამოიშალა

წვიმის შედეგად 8 სართულიანი კორპუსის კედლის გარეთა ნაწილი ჩამოიშალა ნუცუბიძის ქუჩის 12 ნომერში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა გვერდით მდებარე ერთ-ერთი ობიექტის სახურავი.

ადგილობრივების თქმით, 8 სართულიანი კორპუსი წლებია ავარიულია და არა ერთხელ მიმართეს მერიას დახმარებისთვის, თუმცა, როგორც ამბობენ, მათ თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები