საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრიუსელში ვიზიტისას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სპეციალიზირებულ ცენტრს ეწვია.
პირველ ლედის ცენტრის გენერალურმა მდივანმა ვენსან სტანიერმა უმასპინძლა.
შეხვედრისას მაკა ჩიჩუა სასწავლებლის სპეციფიკით და იმ მეთოდებით დაინტერესდა, რომლებითაც ცენტრში სწავლება მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ლედიმ სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და ცენტრის ხელმძღვანელს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.