19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
"სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება საარჩევნო წელს არ იქნება კარგი"- ელჩები "რუსთავი 2"-ის საქმეს აფასებენ

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საქმეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ეხმაურება. განცხადება სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინერმა გააკეთა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ტელეარხის მენეჯმენტისა და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება არ იქნება კარგი.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელე არხის მენეჯმენტისა და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება საარჩევნო წელს არ იქნება კარგი. რა თქმა უნდა, მედიის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია წინა საარჩევნოდ, რაც გასულ კვირას ელჩმაც მკაფიოდ განაცხადა,“ - აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა.

განცხადებას აკეთებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. ბეტინა კადენბახი ამბობს, რომ გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა არის თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში.

„ჩვენ ამ საქმეს ძალიან აქტიურად ვაკვირდებით სრულიად საერთაშორისო საზოგადოება, ველით საბოლოო შედეგს. ვნახავთ არის თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო, ის რისი იმედიც ყველას გვაქვს,“ - განაცხადა .

დღის ამბები