19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
"როდესაც კანონი არ კანონობს, ხალხის ვალდებულებაა აჯანყდეს კიდეც" - ირაკლი ღლონტი

პარტია რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი სააპელაციო სასამართლოს რუსთავი2-ის მიმართ გამოტანილ განაჩენს უკანონოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ღლონტი პოლიტიკოსებს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს და მოსახლეობასაც მიმართავს. მისი თქმით, როდესაც „ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ხალხის ვალდებულებაა აჯანყდეს“.

„არ ვაპირებ სამართლებრივ ჭრილში შევიდე ამ ბინძური სასამართლო პროცესის. ერთი მაქვს სათქმელი, ჩემს კოლეგებს მინდა ახლა მივმართო, ინტერვიუს და კომენტარის პოლიტიკოსები ნუ ვიქნებით ხალხო. თავზე დაგვახია ბიძინა ივანიშვილის სამმა ურთმელიძე ინკვიზატორმა სამართალი, სამართლიანობა კონსტიტუცია.

"ნუ დავრჩებით სახლში, 10 კაცი შეგვიძლია? 100 კაცი შეგვიძლია? დავიწყოთ კონსულტაციები. არსებობს ასეთი გამონათქვამი, სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვთქვა, როდესაც კანონი არ კანონობს, ხალხის ვალდებულებაა აჯანყდეს კიდეც,“-განაცხადა ირაკლი ღლონტმა. 

დღის ამბები