19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ბესელიამ ხალხს ბიძინა ივანიშვილის მიერ "რუსთავი 2"-სთვის მიცემული გარანტიები შეახსენა

ტელეკომპანია რუსთავი-2-თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. განცხადება პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ეკა ბესელია სასამართლო გადაწყვეტილებაში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს და ამბობს, რომ ნორმალურია, როდესაც გადაწყვეტილების შემდეგ მოდავე მხარეებს შორის ერთი მხარე უკმაყოფილოა.

„ჩვენ სასამართლოს ვერ მივუთითებთ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სასამართლო გადაწყვეტილების დროს ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილოა. თუ საქმე არ სრულდება მორიგებით, ასეთ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, როდესაც მეორე მხარე უკმაყოფილოა სასამართლო გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში რა არის შემდეგი ეტაპი, ეს არის კიდევ ერთი ინსტანცია, რომელიც არსებობს საქართველოში, ეს არის უზენაესი სასამართლო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ხელისუფლების ინტერესშია არ მოხდეს ტელეკომპანია რუსთავი2-ის მენეჯმენტის და სარედაქციო პოლიტიკის ხელშეშლა.

„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების ინტერესშია თქვენი ტელეკომპანიის მენეჯმენტი, თქვენი ტელეკომპანიის სტრატეგია, ოპოზიციური განწყობა არ იყოს რაიმე ფორმით ხელშეშლილი და თუ ამისთვის რაიმე ტიპის გარანტიები იყო საჭირო და პირველ რიგში, ფინანსურ გარანტიებზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, მან თქვა, რომ მზად იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები