19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
"საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა არის საეჭვო" - ლევან ბერძენიშვილი

სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი აფასებს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო წელს, ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა, არის საეჭვო.

"შეიძლება გავიმეორო ერთ-ერთი დიპლომატის სიტყვები, რომ საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა, არის საეჭვო. მე პირადად ვგულშემატკივრობ იმ ამბავს, რომ რუსთავი 2, ყოველ შემთხვევაში, ამ არჩევნებს შეხვდეს იმ მენეჯმენტით და იმ პოლიტიკით, რომელიც აქვს, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ ასე ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება 2015 წლის 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა.

ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.

დღის ამბები