თამაზ მეჭიაური სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მხარეებს სასამართლო გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდებს. დეპუტატი ამბობს, რომ სამართლიანობა ნებისმიერ პერიოდში უნდა აღდგეს.
"უნდა ვენდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატივი ვცეთ. სამართლიანობა ნებისმიერ პერიოდში უნდა აღდგეს, როგორც არჩევნების წინ, ისე არჩევნების შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ რა თქმა უდნა, სამართლიანობის აღდგენის პროცესმა შეიძლება ვინმე დააზარალოს,“ - განაცხადა მეჭიაურმა.
დეპუტატი ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ გარანტად უდგება დავით დვალსა და ქიბარ ხალვაშს თუკი სასამართლო მიიღებს რუსთავი 2-ის მფლობელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, პირადად აანაზღაუროს დვალისა და ხალვაშის ზარალი.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა რომ თუ დვალი და ხალვაში არ შეეხებიან არხის მენეჯმენტს და ნიკა გვარამიას, ის მზად არის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს.
„კითხვებს რატომ უნდა აჩენდეს, კაცი იძახის, რომ მე ნაკლები მითქმა-მოთქმის საფუძველი რომ არ მივცე ხალხს, მე ჩემს პირად რესურსსაც კი გამოვიყენებ, რომ დავეხმაროო, თუნდაც გვარამიასო,“-განაცხადა მეჭიაურმა