19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილება იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე“ - გიორგი აბაშიშვილი

სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს გამოტანილ გადაწყევტილებას ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

გიორგი აბაშიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის დროს სტრასბურგშიც და ბრიუსელშიც, ყველა შეხვედრაზე რუსთავი 2-ის საკითხი იყო ძალიან მძაფრად დასმული.

„ცხადია, ამ გადაწყვეტილების შემდგომ ეს თემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ამავდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილება იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე,“ - გიორგი აბაშიშვილმა. 

რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ. 

დღის ამბები