19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
სასამართლოს დამოუკიდებლობა და პრესის თავისუფლება - ჩვენთვის ორივე პრინციპი მნიშვნელოვანია - იანოშ ჰერმანი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოვლენების განვითარებს აკვირდებიან.

“საქართველოში ფართო დისკუსია ორ საკითხზე მიმდინარეობს. პირველი, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მეორე, პრესის თავისუფლებას შეეხება. ჩვენთვის ორივე პრინციპი მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები