19 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"დღევანდელ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს, არა მარტო ოლიგარქის კარის სასამართლო" - შალვა ნათელაშვილი

რუსთვი 2-ის პროცესს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება facebook-ის საკუთარ გვერდზე.

"რუსი კრიმინალ-ოლიგარქი ივანიშვილის დანაშაულებრივმა მცდელობამ, ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდოს ტელეკომპანია რუსთავი 2, რათა მთელი საინფორმაციო სივრცის კონტროლით, არჩევნების მასობრივი გაყალბების გზით, კვლავ დარჩეს ძალაუფლებაში, უკვე გამოიღო უმძიმესი შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის. ევროკავშირმა ამ ეტაპზე პრაქტიკულად უარი გვითხრა უვიზო მიმოსვლაზე, რაც იყო ჩვენი ხალხის გადარჩენა იმ უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ტრაგიზმიდან, სადაც მოქმედმა რეჟიმმა შეგვიყვანა. დღევანდელ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს, არა მარტო ოლიგარქის კარის სასამართლო, არამედ მინისტრთა კაბინეტი და მმართველი პარტია კოლექტიურად ბიძინა ივანიშვილთან ერთად და ეს პასუხიმგებლობა დადგება ძალიან მალე," - წერს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები