“არ მომწონს რომ ეს ყველაფერი წინა საარჩევნო პერიოდში ხდება" - რუსთავი 2-ის წილის 100 %-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას ეხმაურება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი.
“ერთი წელია უკვე პროცესი მიმდინარეობს და ვერც მე და ვერც ვერავინ მოდავე მხარეებს ვერ მიუთითებს, როდის დაიწყონ დავა და როდის შეწყვიტონ. უბრალოდ მცდელობაა იმისა, რომ ეს წარმოადგინონ ისე, როგორც პოლიტიკური პროცესი. ვინმე უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ეს ქონება ეკუთვნის ამა და ამ ადამიანს და არ ეკუთვნის მეორე ადამიანს, ყველაფერზეა ლაპარაკი ამის გარდა. ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს რუსთავი 2-ს თავის ექსკლუზიურობაზე და უნიკალურობაზე“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.