19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"არ ველოდები, რომ არჩევნებამდე მოხდება "რუსთავი 2-ის" ჩაჩეხვა და მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება“ -დავით ბერძენიშვილი

რუსთვი 2-ის წილის 100 %-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი. მისი თქმით, არჩევნებამდე რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება არ მოხდება.

“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური შემადგენელი არ იყო განმსაზღვრელი რუსთავი 2-ის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, ისევე როგორც კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დროს. არ ველოდები, რომ არჩევნებამდე მოხდება რუსთავი 2-ის ჩაჩეხვა და მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ეროვნული ფორუმის წევრის ანი მიროტაძის თქმით, რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები აზარალებს წინასაარჩევნო პერიოდს.

“მინდა ვნახო სამოტივაციო ნაწილი, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებ ამ დღეებში, როდესაც ვიქნები თბილისში, გამოვითხოვ და მინდა ვიცოდე როგორი არის ამ გადაწყვეტილების მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მაქვს გარკვეული მოსაზრებები მაინც თავს შევიკავებ იმისგან, რომ არის თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც გამოცხადებულია არჩევნები და ქვეყანა გადასულია საგანგებო წინა საარჩევნო რეჟიმზე, ზოგადად ასეთი გადაწყვეტილებები აზარალებს ამ რეჟიმს,“ - აღნიშნა მიროტაძემ.      

დღის ამბები