19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
„სასამართლოს გადაწყვეტილება არის კანონი, რომელიც უნდა აღსრულდეს,“ - ნოდარ ჯავახიშვილი "რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრობს

„აპრიორში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში სამართლიანია,“ - ასე ეხმაურება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დღეს  მიღებულ გადაწყვეტილებას.

მინისტრის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის კანონი, რომელიც უნდა აღსრულდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება არის კანონი, რომელიც უნდა აღსრულდეს. აპრიორში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, ყოველთვის თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში სამართლიანია. მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ ნებისმიერ საკითხს რომელიც რუსთავი 2-თან კავშირდება და იქიდან მოდის, 2003 წლიდან სხვათაშორის,“ - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

დღის ამბები