პოლიტიკური მოძრაობა ახალი საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის უკიდურესად რთულ და ცუდ მდგომარეობაში.
“გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არავისთვის უცხო არ არის. ამ გადაწყვეტილებას ელოდა აბსოლუტურად ყველა. სამწუხარო ის არის, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის უკიდურესად რთულ და ცუდ მდგომარეობაში. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია სასამართლოს რეფორმა მაგრამ ახლა მაქსიმალურად მნიშვნელოვანია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რომ ოპოზიციური მედია არსებობდეს წინასაარჩევნო პერიოდში. დაველოდოთ უზენაეს სასამართლოს, სადაც გასაჩივრდება თუმცა ამ პირობებში პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი იმედი არ მაქვს, რომ რაიმეს შეცვლის უზენაესი სასამართლო“ - განაცხადა ვაშაძემ.