საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება დღეს საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს.
კრეტაზე დაგეგმილია მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ეკლესიების იერარქია, ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან, მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის შერეული ქორწინების და სხვა საკითხები.
მართლმადიდებელ ეკლესიებს ამ თემებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. მართლმადიდებელი ეკლესიების კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს.